ჩვენი მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის დაბრუნება, თუმცა მთავარი საკითხია, შევძლებთ თუ არა კონტროლის აღდგენას რუსეთის საზღვარზე. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, შევძლებთ თუ არა რუსეთის საზღვრის ჩაკეტვას. რუსეთი ამ პროცესს გააჭიანურებს. რაც შეეხება ტერორისტებს, ჩვენ მათთან მოლაპარაკებას არასდროს ვაწარმოებთ და არ წავალთ ისეთ დათმობებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეს ხელყოფს. ამაში მე და პრეზიდენტ პოროშენკოს ერთიანი პოზიცია გვაქვს,"-აღნიშნა იაცენიუკმა.
მასალის გამოყენების პირობები