"მინსკის შეთანხმება კრიზისის პოლიტიკური დარეგულკირების იმედს იძლევა, თუმცა მშვიდობამდე ჯერ კიდევ შორს ვართ,"- ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბელარუსის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკების შედეგებს. "არ მსურს ვიყო გულუბრყვილო ადამიანი. ილუზიებში ნურავინ იქნება. მშვიდობამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მინსკში ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები შესრულდება. ამაში არავინაა დარწმუნებული,"-აღნიშნა პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები