უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონბასელ ამბოხებულთა ლიდერებზე ამნისტია არ გავრცელდება. პაველ კლიმკინის განმარტებით, ამნისტია და შეწყალება უმაღლესი რადის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე მოხდება. "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ე.წ. ამნისტიას უკავშირდება, გადაიდგმება პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად. ამნისტია არანაირად არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ედებათ ბრალი. ეს არის პოზიცია, რომელიც მინსკის მოლაპარაკებებზეც ნათლად დაფიქსირდა,"-აღნიშნა უკრაინის პირველმა დიპლომატმა. კლიმკინის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ლუგანსკის წარმომადგენელი ვლადისლავ დეინეგო, რომელმაც კიევი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები