მოსკოვში სოციალური უკმაყოფილება მატულობს. ამჯერად რუსეთის დედაქალაქში ტაქსისტები გაიფიცნენ. აქციაში მონაწილეობას 8 ათასამდე მძღოლი იღებს. ისინი მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას ითხოვენ. მძღოლების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას სპეციალური პარკინგების არარსებობა, რენტაბელური სატარიფო სისტემის მოშლა და მაღალი გადასახადები იწვევს. გაფიცვა 3 დღეს გასტანს. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის მერია პრობლემებს არ მოაგვარებს, ტაქსისტები მოძრაობის პარალიზებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები