რუსეთში კრემლის ლიდერის რეიტინგი იზრდება. სოციოლოგიური კვლევა ფონდმა "საზოგადოებრივმა აზრმა" ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებიდ ბოლო ერთ კვირაში პუტინის რეიტინგი 2 პროცენტით გაიზარდა. მის პოლიტიკურ მოღვაწეობას მხარს რესპოდენტთა 74 პროცენტი უჭერს. პოლიტიკოსებს შორის მეორე ადგილზე პოპულარობით ვლადიმერ ჟირინოვსკი გავიდა, მესამე და მეოთხე პოზიციები კი გენადი ზიუგანოვმა და მიხაილ პროხოროვმა გაინაწილეს.
მასალის გამოყენების პირობები