მორიგი ტერორისტული აქტი თურქეთში. თვითნაკეთი ბომბი შანლიურფას პროვინციაში, სირიის საზღვართან მდებარე პოლიციის განყოფილებათან ამოქმედდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ ნაგვის ურნაში იყო ჩამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები