რუსეთი მინსკის შეთანხმების შესრულების გარანტია და არა შემსრულებელი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "რუსეთი არ არის მხარე, რომელმაც კრიზისის დარეგულირებისთვის მოქმედებები უნდა შეასრულოს. ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია, რადგანაც რუსეთი კონფლიქტის მონაწილე არ არის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კრიზისის დარეგულირებისთვის კომპლექსური ზომების მიღებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ ზომებს რუსეთი არ იღებს,"-განაცხადა პესკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები