თურქეთის პრემიერ-მინისტრი თეთრი სახლის ლიდერს აკრიტიკებს. რეჯეფ თაიფ ერდოგანის თქმით, აშშ-ში 3 მუსლიმი სტუდენტის მკვლელობაზე ბარაქ ობამას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. მისივე განცხადებით, იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებს ეკისრებათ, რომლებმაც მსგავსი ფაქტები სათანადოდ უნდა შეაფასონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. 3 მუსლიმანი სტუდენტი ჩრდილოეთ კაროლინაში მანქანების პარკინგზე მომხდარ დაპირისპირებას ემსხვერპლა, რის გამოც აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოეწყო
.
მასალის გამოყენების პირობები