სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ოცეულის დონის გეგმიური ტაქტიკური სწავლება დასრულდა. ორკვირიან წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
წვრთნების განმავლობაში ჯარისკაცებს სხვადასხვა სახის ამოცანების შესრულება მოუწიათ. მათ ტყიან რელიეფზე შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები - პატრულირება, კონტაქტზე რეაგირება, ძებნა და რეიდი შეასრულეს.
სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი კომბინირებული საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. ოცეულის დონის ქვედანაყოფის დავალება ტაქტიკური გადაადგილება და ჩასაფრებული მოწინააღმდეგის განეიტრალება იყო. ჯარისკაცებმა დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.
გეგმიური საველე სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს და იგი პერმამენტულად ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები