მინსკში მიღწეული შეთანხმება დონბასში საბრძოლო მოქმედებების
შეწყვეტისა რეალურ შესაძლებლობას იძლევა. ასე აფასებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის
თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკების შედეგებს. მისივე თქმით,
შეერთებული შტატები მინსკში ერთობლივი დეკლარაციის მიღებას მიესალმება და იმედოვნებს,
რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულდება. „უკრაინას სურს მშვიდობა. უკრაინა
იმსახურებს მშვიდობას. უკრაინას სჭირდება დრო იმისათვის, რომ დაიბრუნოს ღირსება, განაახლოს
რეფორმები და პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე აკეთონ,“-აღნისნა ნულანდმა.