გასულ კვირას ევროკავშირის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ ძალაში რჩება, თუმცა ბრიუსელი მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხს აღარ განიხილავს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მოლოდინშია და იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი პირობას დაარღვევს, რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება. ანალოგიური განცხადებები ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთეს.