პენტაგონს ახალი შეფი ჰყავს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე სენატმა ეშტონ კარტერი დაამტკიცა. 60 წლის კარტერი მანამდე თავდაცვის მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.
პრეზიდენტ ობამას მიერ დასახელებული კანდიდატი პოსტზე დამტკიცებამდე ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდისა და შეიარაღებული ძალების ახალი სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვის ინიციატივით გამოდიოდა.
კარტერი არც უკრაინის იარაღით მომარაგებას გამორიცხავდა და ღიად აცხადებდა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან თანამშრომლობას გაააქტიურებდა.