პეტრო პოროშენკომ და დევიდ კემერონმა მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს, რაც დონბასში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება. "საუბრისას უკრაინის ლიდერმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ თუ აღებული ვალდებულებები არ შესრულდება, მოქმედებების კოორდინირებას მოახდენენ,"-ნათქვამია განცხადებაში. ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრამ მინსკში 16 საათს გასტანა და ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა, რის შემდეგაც უკრაინის ლიდერი ბრიუსელში გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები