ფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, "უკრაინაში მშვიდობის დამყარებას" ხელი არ შეუშალონ და რუსეთს დამატებითი სანქციები აღარ დაუწესონ. "მინსკის მოლაპარაკების შედეგები პოზიტიურია. ახლა ჩვენ აქტიურად უნდა ვადევნოთ თვალი, თუ როგორ შესრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პროცესი მიმდინარეობს და შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულდება. იმ შემთხვევაში, თუ პირობა დაირღვევა, სანქციების თემას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ,"-აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.
მასალის გამოყენების პირობები