მინსკში მიღწეული შეთანხმება მოსკოვს "ამოსუნთქვის" საშუალებას მისცემს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის განცხადებით, ბრიუსელის სამიტზე მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს აღარ განიხილავენ. ფედერიკა მოგერინის თქმით, მინსკის შეთანხმება მნიშვნელოვანია, თუმცა არა - საბოლოო. ამიტომ, ბრიუსელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება. ევროკავშირის სამიტი დღეს საღამოს დაიწყება და მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს, რომელიც მინსკიდან პირდაპირ ბრიუსელში გაემგზავრა. სამიტის დღის წესრიგიდან სავარაუდოდ უკრაინის იარაღით მომარაგების საკითხსაც მოხსნიან.
მასალის გამოყენების პირობები