,,ინვესტორი უნდა მოიხიბლოს, ის არ ჩამოდის საქართველოში ქველმოქმედად, რომ ჩვენ დაგვიტოვოს თავისი ფული, ის აქ ჩამოდის იმიტომ, რომ მანაც მოგება ნახოს", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" პარლამენტში არსებული კანონპროექტის შეფასებისას.
პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდოებს, რომ დეპუტატები აღნიშნულ კანონს უახლოეს მომავალში მიიღებენ.
,,პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ შემოიტანა. სამთავრობო კომისია ამ საკითხზე მუშაობდა წელიწადნახევრის განმავლობაში და პროექტი შემოსულია. მე არ ველოდები, რომ ეს პროექტი მალე იქნება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარი იყო მასზე მუშაობა, სრულიად აშკარაა, რომ საჭიროა, კიდევ ყველაფრის კარგად გააზრება და თითოეული დებულების ახსნა-განმარტება იმისთვის, რომ ყველამ კარგად ვიცოდეთ, რა წერია, რას ვიღებთ, რატომ ვიღებთ, თუ ვიღებთ, რა არის ამის ლოგიკა და ა.შ.", - განაცხადა უსუფაშვილმა.