რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო გასაცვლელი ტყვეების სიაში შეიყვანეს. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. "მე დამიკავშირდნენ კიევიდან და არაოფიციალურად მაცნობეს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამხედრო ტყვეების სიაშია შეყვანილი. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ მინახავს, თუმცა წყარო სანდოა და ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვი არ მეპარება,"-განაცხადა მარკ ფეიგინმა. მანამდე ნადეჟდა სავჩენკოს გატავისუფლება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინსკის შეხვედრის შემდეგ დააანონსა. მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ტყვეების გაცვლას "ყველა ყველაზე" პრინციპით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები