მინსკში მიღწეულ შეთანხმებებს რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი აფასებს. "ზავი იქნება, მშვიდობა კი- არა. მთავარი მიღწევა, ესაა: 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გაცვლა "ყველა ყველაზე" სისტემით და სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაყვანა 50 კილომეტრის დაშორებიდან 140 კილომეტრიან დისტანციამდე. ცუდი კი არის ის, რომ უკრაინის საზღვარს მინიმუმ წლის ბოლომდე პუტინი და სეპარატისტები გააკონტროლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მებრძოლები და იარაღი რუსეთი-უკრაინის საზღვარს შეუფერხებლად გადაკვეთს. ამასთან, რამდენ ხანს გაგრძელდება ზავი, არავინ იცის,"-აღნიშნავს ნემცოვი.
მასალის გამოყენების პირობები