საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარეს ვაჟა ფანჩულიძეს და უწყების სხვა ხელმძვანელ პირებს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ, რომელსაც სამინისტრო ქვეყანაში მათი ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს. სტუმრებმა ქართული მხარის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კუთხით გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია.
მასალის გამოყენების პირობები