აღმოსავლეთ უკრაინა ყველა უცხოურმა სამხედრო ფორმირებამ უნდა დატოვოს. ამის შესახებ ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, შეთანხმებაში სპეციალური მუხლი ჩაიდო, რომელიც უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებებს კონფლიქტის ზონის დატოვებას ავალდებულებს. მხარეთა შეთანხმებით, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15 თებერვლიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები