თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მის უწყებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
,,მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით რამდენიმე ექსპერტი და მედიასაშუალება აქტიურობს. სინამდვილეში სამინისტროში პროცესები მიდის გეგმის მიხედვით და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ ყველა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებასაც მივცემთ განმარტებას და შესაბამისად, იმის არგუმენტები გვაქვს, რატომ განვახორციელოთ ესა თუ ის ცვლილებები", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს თავდაცვის სამინისტრო ორმა მაღალჩინოსანმა დატოვა. კერძოდ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რობერტ გრიგალაშვილმა , ასევე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ზუმბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები