მინსკში „ნორმანდიის ფორმატში" მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვლავინდებურად განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროები არ იბრძვიან.
მან ასევე მოითხოვა ახალი გამყოფი ხაზი და ტერორისტების მიერ მიტაცებული ტერტიტორიისთვის ფინასნური და ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა.
Associated Press-ის ინფორმაციით გამოიკვეთა ოთხი ძირითადი საკითხი:
1) გამყოფი ხაზი. უკრაინა მოითხოვს გამყოფი ხაზის შენარჩუნებას სექტემბერის შეთანხმების ფარგლებში. რუსეთი კი ახალ გამყოფ ხაზს, რომლის შედეგადაც ტერორისტებს დარჩებათ მიტაცებული ტერიტორიები.
2) უკრაინის ტერიტორიიდან რუსი სამხედროებისა და ტექნიკის გაყვანა. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი სამხედროები არ იბრძვიან და არც სამხედრო ტექნიკა მოქმედებს.
3) საზღვრის კონტროლი. უკრაინა მოითხოვს საკუთარი კონტროლის აღდგენას საზღვარზე, რუსეთი აცხადებს, რომ ნაწილობრივი კონტროლი ტერორისტებმა უნდა განახორციელონ.
4) ტერორისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორების ფართო ავტონომია. უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის რეგიონებს ფართო ავტონომია მიანიჭოს, თუმცა რუსეთი ითხოვს გარანტიებს და ფინანსური სანქციების მოხსნას.