ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, აცხადებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში ნამდვილად რთული პერიოდია, თუმცა მთავრობა აქტიურად მუშაობს ყველა მიმართულებით.
„გვქონდა ერთობლივი განხილვა იმ ზომების, რაც არის გასატარებელი, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი დაბალანსდეს. რა თქმა უნდა, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები და ეს არის, რა თქმა უნდა, ექსპორტის წახალისება. წლის დასაწყისში რთული პერიოდია ნამდვილად. ჩვენი ექსპორტის მდგომაროება დღეს გამომდინარე ქვეყნის ირგვლივ ქვეყნებში არსებული მდგომარეობიდან არ არის სახარბიელო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ სიტუაცია არის საკმაოდ დამაიმედებელი გამომდინარე იქიდან, რომ გატარებულ ზომებს ექნება კონკრეტული შედეგები," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მასალის გამოყენების პირობები