ბარაქ ობამა კონგრესს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას სთხოვს.
შესაბამისი მოთხოვნა თეთრი სახლის ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოს უკვე გაუგზავნა.
დღემდე აშშ პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციებს არ გეგმავდა. ჯიჰადისტთა წინააღმდეგ კოალიცია მხოლოდ ავიაციას იყენებს.