მინსკის მოლაპარაკებებს მხარეები განსხვავებულ შეფასებებს აძლევენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეხვედრა მეტად პროდუქტიულია. რუსეთის პირველმა დიპლომატმა მოლაპარაკებების შეფასებისას სიტყვა "სუპერ" რამდენჯერმე იხმარა. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის მტკიცებითაც, მოლაპარაკებები მეტად რთულ ვითარებაში მიმდინარეობს. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ბრაზილიაში ვიზიტი გადადო და მინსკში დარჩენა გადაწყვიტა. პირველი შეფასება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ევგენი პერებეინოსმა, რომლის თქმითაც, მოლაპარაკება რთულია, თუმცა კიევს მისი წარმატებით დასრულების იმედი აქვს.