მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა გრძელდება. საღამოს 8 საათზე დაწყებული მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისს საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები განიხილავენ. მოლაპარაკების დაწყებიდან 2 საათის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები ხანმოკლე შესვენებაზე გავიდნენ და ერთობლივი ფოტო გადაიღეს. მცირე პაუზის შემდეგ მოლაპარაკება განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა ხანმოკლე დროით დატოვა და ტელეფონით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესაუბრა. შეხვედრის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები