უკრაინის თავდაცვის მინისტრი სეპარატისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები დებალცევოში ალყაში ჰყავთ მოქცეული, სიცრუეს უწოდებს."არანაირი ალყა არ არსებობს. ეს მათი მოგონილია, ვისაც სურს, რომ ასე იყოს. ჩვენ თავისუფლად შევდივართ დებალცევოში და ჩვენს ნაწილებს ტყვია-წამლითა და საბრძოლო ტექნიკით ვამარაგებთ. ჩვენ მათთან კავშირი გვაქვს და მოქმედებების კოორდინირებას ვახდენთ,"-განაცხადა სტეპან პოლტორაკმა.
მასალის გამოყენების პირობები