რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის პერიოდშია ჩარჩენილი და ამის გამო ბევრი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ინტერნეტ-პორტალ Buzzfeed-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ის საბჭოთა წარსულით ცხოვრობს, სადაც გაიზარდა. ის მუშაობდა კგბ-შიც და ცხოვრებას ამ გამოცდილებით უყურებს. ის პრობლემებს ცივი ომის გადმოსახედიდან ხედავს და ამის გამო ბერვი შანსი გაუშვა ხელიდან, შანსი იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაცია მოეხდინა და მეზობლებთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა,"-განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები