ხვალ, 12 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, უსაფრთხოების სექტორის რეფორმის შესახებ გაეროს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიღებს.
უსაფრთხოების სექტორის რეფორმის შესახებ გაეროს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრას, როგორც თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრაზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 2151 რეზოლუციის იმპლემენტაციის მდგომარეობას მიეძღვნება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მოხსენებით წარდგება.
მასალის გამოყენების პირობები