სტოკჰოლმში პალესტინის საელჩო ოფიციალურად გაისხნა. საზეიმო ცერემონიას ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი დაესწრო, შვედეთის მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრემი წარმოადგენდა. შვედეთი პირველი დასავლეთ ევროპული ქვეყანაა,რომელმაც ისრაელის პროტესტის მიუხედავად, პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარა. დასავლეთ ევროპაში პალესტინის პირველი საელჩო სწორედ შვედეთის დედაქალაქში გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები