მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა კომპანია „იბერკომპანის" წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე და მომავალ წელს რაჭაში აღნიშნული რეგიონის უნიკალური მეღვინეობის ტრადიციის აღსადგენად ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ. სტუმრებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, რეგიონში ვაზის უნიკალური ჯიშების გაშენება, ღვინის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობა, აგრეთვე ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარება იგეგმება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, წელს ისინი ასევე გეგმავენ გაფართოვებას ნავთობისა და უძრავი ქონების ბიზნესის კუთხითაც.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ინვესტირება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები