გიუმრის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, ვინაიდან ამ ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ქმედებებზე პასუხისმგებელობა მას აკისრია.
ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია ,,ორინაც ერკირ"- ის წევრმა ოვანეს მარგარიანმა სომეხ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საუბარი 12 იანვარს გიუმრში დატრიალებულ ტრაგედიას ეხებოდა.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არა არის და ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს დანაშაული სხვა დროსაც ჩაუდენიათ.
დეპუატატმა ის ფაქტი გაიხსენა, როცა რუსეთის სამხედრო ბაზის ორმა ჯარისკაცმა გიუმრის ბაზარში სროლა ატეხა, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა.
ამ კონტექსტში ოვანეს მარგარიანმა ბაზის გენერალიტეტის პასუხიმგებლობის საკითხი წამოჭრა, რომელთა კონტროლის ქვეშაც სამხედრო პირები იმყოფებიან.
,,სინამდვილეში რისთვის არიან რუსი სამხედროები აქ? იმისთვის, რომ დაგვიცვან, თუ იმისთვის, რომ დაგვხოცონ?" - განაცხადა სომეხმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, 2015 წლის 12 იანვარს გიუმრის სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა რუსმა რიგითმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი ავტომატური იარაღით ჩაცხრილა.
სომეხმა სამართალდამცავებმა პერმიაკოვი თურქეთის საზღვარზე გადასვლის მცდელობისას დააკავეს.