რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და მის მეუღლეს მაკა ჩიჩუას ვაჟი შეეძინათ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს ახალშობილი 3.600 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა.
მშობლებმა ახალშობილს თეიმურაზი დარქვეს.
შეგახსენებთ, რომ ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. გიორგი მარგველაშვილს ასევ ჰყავს ერთი ქალიშვილი.