ავღანეთში, პარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა მისია სოფელ დაშთ რაბათში შეასრულეს.
ალფა ასეულის ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და მოსახლეობასთან გასაუბრება იყო. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.