ჯონ კერი კიევში ვიზიტს გეგმავს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი საგანგებო ვიზიტით უკრაინაში 5 თებერვალს ჩავა.
ამერიკის პირველი დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, პრემიერ არსენი იაცენიუკსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, პაველ კლიმინს შეხვდება.
რაც შეეხება რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში ვიზიტსაც გეგმავდა, ეს ინფორმაცია ამერიკის სახელმწიდო დეპარტამენტმა არ დაადასტურა.