მით რომნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ რესპუბლიკელთა ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ოფიციალურად განაცხადა.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რომნი აცხადებდა, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების საკითხს განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს, მისი ყოფილი მხარდამჭერებისა და სპონსორების სიმპატიები ექსპრეზიდენტ ბუშის ძმის, ჯებ ბუშისკენ გადაიხარა.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გასულ კვირას მილიარდერმა დონალდ ტრამპმაც გამოთქვა.