დღეს, 30 იანავრს 11:00 საათზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას თემაზე - "საქართველოში კარტოფილის წარმოების არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები".
შეხვედრას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ექსპერტები და მეცნიერები,ასევე ფერმერები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილავენ ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები, ასევე შესაძლებლობები ქვეყანაში წარმოებულ იქნეს სასურსათო (საადრეო და საგვიანო), სათესლე და ეკოლოგიურად სუფთა (მაღალმთიან ზონაში) კარტოფილი.