კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგან მოახლოებული საგაზაფხულო სესიის პრიორიტეტებზე ინფორმაცია მოისმინეს.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე შეაჯამეს ბოლო პერიოდში განხორციელებული სამთავრობო ვიზიტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
მასალის გამოყენების პირობები