საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიკანში „რიქსოს" სასტუმრო კომპლექსი გახსნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ სასტუმრო მისი ინიციატივით აშენდა.
,,ივანიშვილის პრემიერმა გააკეთა განცხადება ბორჯომში RIXOS-ის გახსნაზე. ეს ის RIXOS-ია რომელიც ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში მოვინახულე, ჩემი ინიციატივით აშენდა და უკვე პრაქტიკულად დამთავრებული იყო. ივანიშვილის მთავრობის დამსახურება კი მხოლოდ ისაა რომ რაც 1 თვეში უნდა გახსნილიყო იმას 28 თვე დასჭირდა. ამიტომ RIXOS ამათ კი არ ააშენეს არამედ შეაჩერეს და ინვესტორს დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა სანამ გახსნიდა.რაც შეეხება ტექნოლოგიურს, სანამ ამერიკელების მიერ დაფინანსების შანსი გაჩნდებოდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა უკვე მქონდა და რამდენიმე წლის წინ სწორედ ივანიშვილს მივმართე ამ უნივერსიტეტის შექმნის დაფინანსების თხოვნით რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა. შემდეგ გამოჩნდა ამერიკული მილენიუმის კორპორაციის ფული, ჩვენს ბიუჯეტსაც გაუჩნდა შესაძლებლობები და 205 მეტრი სიმაღლის შენობა თავისი კამპუსით ავაშენეთ და კონსორციუმი შევქმენით. უკვე გამზადებული პროექტი ივანიშვილმა მოხურა და ახლა იძახის რომ მომავალში უკეთესს ააშენებს. მისი საქმეები სახეზეა და საზოგადოებამ იცის მისი დაპირებების ფასი", _აცხადებს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები