პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი ,,LEADERS Magazine-თან" ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხს ეხმიანება და განმარტავს, რომ საქართველოში არ იქნება მშვიდობა, ის ვერც მთლიანად კავკასიის რეგიონში დამყარდება და ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მსოფლიოს.
,,მინდა ასევე შევეხო ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის საკითხს. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების მიმართ, რუსეთის ჩათვლით. ურთიერთობაში ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული, რაციონალური და კონსტრუქციული სტრატეგიები, რადგანაც ჩვენი სურვილია დაძაბულობის დეესკალაცია და ახალი კონფლიქტების პრევენცია, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ვართ სანდო და პროგნოზირებადი ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს თანამიმდევრული, სტაბილურობისა და მშვიდობის ქომაგი ლიდერები. თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა, ის ვერც მთლიანად კავკასიის რეგიონში დამყარდება, და ეს, თავის მხრივ, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მსოფლიოს", _განაცხადა პრემირმა.