,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ საკანონმდებლო ინიციატივამ უცხო ქვეყნის უკანონო შეირაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებამ ბევრი კითხვა გააჩინა, რომელიც დაკონკრეტებას საჭიროებას.
მისივე განცხადებით, თუ კანონპროექტი მიმართულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების წინაღმდეგ, ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვება როგორც ,,ნაცმოძრაობის", ასევე საზოგადოების მხრიდან.
,,აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ სიტყვიერად გაჟღერდა და კანონპროექტი პარლანეტში ჯერ არ მინახავს, თუმცა უკვე განცხადებაც კი ბევრ კითხვას აჩენს, თუ რა არის რეალური მიზანი ამ საკანონმდბელო ინიციატივის. Pპირველი კითხვა რაც ჩნდება არის ის, რომ ხომ არ არის კანონპროექტი მიმართული უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების წინაღმდეგ. Bბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში სერიოზული პროტესტი იქნება არა მარტო ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის, არამედ საზოგადოების მხრიდანაც, რადგან უკრაინა არა მხოლოდ ჩვენი მეზობელია, არამედ მოკავშირე სახელმწიფოცაა და ბევრ გადამწყვეტ მომენტში უკრაინელი ხალხი საქართველოს გვერდით იყო. თუმცა თუ ინიციატივა მიმართულია არაფორმალურ სამხედრო გაერთიანებებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე, მაშინ ეს საკითხი გასაგები იქნება და ამგვარი რამ დასჯადიც უნდა იყოს. Aამიტომ ეს კითხვის ნიშნები კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს და დაკონკრეტებას საჭიროებს", _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილის განცხადებით, სასურველი იქნება თუ კანონპროექტში გაჩნდება დამატება რომლის თანახმად, ოკუპანტის მხარეს სამხედრო გაერთიანებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა ასევე დასჯადი ქმედება იქნება.