წმ. სერაფიმ საროველის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომში, დღეს, 15 იანვარს, 18:00 საათზე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, წმ. სერაფიმ საროველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბორჯომისა და ბაკურინის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით თბილისიდან მოწვეული ახალგაზრდა ოპერის მომღერლები კონცერტს გამართავენ. ღონისძებაზე მონაწილეობას მიიღებს 6 მუსიკოს-შემსრულებელი: მარიამ ბარათაშვილი - მეცო სოპრანო; გიგი ბერაია - ლირიული ტენორი; გიორგი ჭელიძე - ბანი; ქეთევან სიხარულიძე - სოპრანო; გიორგი მჭედლიშვილი - ბარიტონი; ჯაბა გეგეშიძე - დრამატული ტენორი.
ღონისძიებაზე შესრულდება: დიმიტრი არაყიშვილის, ვაჟა აზარაშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, იაკობ ბობოხიძის, სერგეი რახმანინოვის, პეტრე ჩაიკოვსკის, ედუარდ ნაპრავნიკის, ჯოაკინო როსინის, გაეტანო დონიცეტის და სხვათა ნაწარმოებები.
ღონისძეიბაზე დასწრება უფასოა და ეძღვნება მეუფე სერაფიმეს ანგელოზის დღეს.