იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება.
,,კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, 312-ე პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით. თუ ჩვენი მოქალაქე მონაწილეობს უკანონო ფორმირებაში, ან აქ გაიწვრთნება, ან მოწოდებას გააკეთებს, გადაიბირებს _ ეს ყველაფერი ხდება დასჯადი სისხლის სამართლის წესით, რადგან არ შეიძლება, სახელმწიფო ამ ტიპის გადინებისადმი ტოლერანტული იყოს. იგივე პრობლემა უფრო დიდი მასშტაბით უდგას გერმანიას, საფრანგეთს. მაგალითად ფრანგი მოქალაქეები ჯალათებად გვევლინებიან, ვინაიდან მიდის ახალგაზრდებისთვის ტვინის რეცხვა, ხდება მისი რელიგიური რადიკალიზაცია და ა.შ.", - განაცხადა წულუკიანმა ,,იმედის" ეთერში.