სომხეთის პოლიციამ ვალერი პერმიაკოვი დაკავებულია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მოსამსახურე თურქეთის საზღვართან, ბაიანდურის რაიონში დააპატიმრეს.
მას ბრალად ქალაქ გიუმრის მცხოვრებლებზე თავდასხმა ედება.
18 წლის ჯარისკაცმა სამხედრო ბაზა თვითნებურად დატოვა და ავესტისიანების ოჯახი ამოწყვიტა. თავდასხმას ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, ერთი წლის გოგონა ემსხვერპლა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.