ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთს და ფრანგ ხალხს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა.
„ჩვენ შოკირებული ვართ, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ეს საშინელება, არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.