ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიის სარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა.
მინდია ჯანელიძემ ამერიკელ გენერალთან "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების ჩართვაზე ისაუბრა. საუბარი უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიაში საქართველო კვლავ რჩება ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმსხვილეს კონტრიბუტორად.
2015 წლიდან ავღანეთში ნატოს ეგიდით "მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაიწყო, რომელშიც ქართული კონტინგენტი ამერიკული და გერმანული სარდლობების დაქვემდებარებაში იმოქმედებს. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ძალები გადაიბარებენ, კოალიციური ძალები კი ავღანეთის ეროვნულ ძალებს წვრთნასა და აღჭურვაში გაუწევენ დახმარებას.
მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალთან ვიზიტით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები