უფლებადამცველი ლია მუხაშავია საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცვას და ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხელისუფლებას მოუწოდებს დარჩენილ დროში მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარი თავიც გადაირჩინოს და ქვეყანასაც მეტ-ნაკლებად უშველონ.
,,მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა, ხვავი ბარაქა და ბედნიერება. ძალიან ცუდი დრო გვაქვს, ამიტომ სასურველია ყველა ეს სურვილი ყველას აუხდეს, რადგან ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ ნებას შეცვალოს არსებული მძიმე მდგომარეობა, როგორც სოციალური, ეკონომიკური და განსაკუთრებით ჩემი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამიტომ ხელისუფლებას სანამ დრო აქვს ვუსურვებ მაქსიმუმი გააკეთონ რადგან იქნებ თავის თავსაც უშველონ და ცოტა ამ ქვეყანასაც", - აცხადებს მუხაშავრია.
მისვე განმარტებით, ხელისუფლება პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს.
"საზოგადოებაში გაბატონებული აზრი როცა მათთვისაც გახდა ცნობილი სწორედ ამიტომ დაიწყეს ცოტა მოძრაობა, გარკვეული რეფორმების განხორციელებაზე საუბარი, მაგრამ ისიც მხოლოდ მხოლოდ განცხადების დონეზე", _აცხადებს მუხაშავრია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები