თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2014 წელი გამორჩეული იყო ქვეყნისთვის, რადგან საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულერლბას ხელი მოაწერა. თუმცა ყოფილი მინისტრი იმედოვნებს. რომ მომავალ წელს უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ მოხვდებიან. „მინდა მადლობა ერთად გადავუხადოთ განვლილ 2014 წელს, რომელიც გამორჩეული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ისტორიული მნიშვნელობის მიღწევით, როგორიც იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ვისურვებდი, რომ მომავალი წლიდან აღარ იყოს საქართველოში ისეთი შემთხვევები, როდესაც უდანაშაულო ადამიანები უსამართლოდ აღმოჩნდება ციხეში. ვისურვებდი რომ პოლიტიკური დევნა აღარ იყოს მომავალი წლიდან ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ირაკლი ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები