სერენა უილიამსი მსოფლიოს საუკეთესო ქალ სპორტსმენად დაასახელეს. პლანეტის უძლიერესი ჩოგბურთელი საუკეთესოდ სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ აღიარა.
მამაკაც სპორტსმენებს შორის კი პრესტიჟული ტიტული წილად ბავარიისა და გერმანიის ნაკრების გოლ-კიპერს, მანუელ ნოიერს ხვდა.
2014 წლის საუკეთესო გუნდი გერმანიის საფეხბურთო ნაკრები გახდა, წლის მთავარ სპორტულ მოვლენად კი სოჭის ოლიმპიადა აღიარეს.