მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს დავით სუჯაშვილს შეხვდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს შეხვედრაზე საუბარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების პროცესში პროკურატურის ჩართულობას შეეხო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები - ირაკლი შოთაძე, გიორგი გაბიტაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი.